ბოსტნეულის სალათა

ინგრედიენტები:
პამიდორი – 500 გრ,
კიტრი – 300 გრ,
ბულგარული წიწაკა – 300 გრ,
სალათის ფურცელი,
მდოგვი – 1 ჩ,კ.
ძმარი – 1 ჩ.კ.
ზეთი – 100 მლ, მარილი, წიწაკა.
მომზადების წესი: კიტრი და ბულგარული წიწაკა სიგრძეზე დავჭრათ. პამიდორი – კუბიკებად. მოვამზადოთ სოუსი: მდოგვს დაჭყლეტილი ნიორი შევურიოთ. შემდეგ ძმარი და ზეთი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. დაჭრილი ბოსტნეული თასში ჩავყაროთ, სოუსი მოვასხათ და კარგად ავურიოთ. ცალკე თასში სალათის ფურცლები მოვათავსოთ და ზემოდან ბოსტნეული დავალაგოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები