სალათა ,,წითელქუდა“
ინგრედიენტები:
ხახვი, ქათმის ფილე, მოხარშული კარტოფილი, ნიგოზი, მოხარშული სტაფილო, მოხარშული კვერცხი, ყველი, ბროწეულის მარცვლები.
მომზადების წესი: სალათი ფენების მიხედვით იწყობა და თითოეულ ფენა მაიონეზით იფარება.
1.ფენა ხახვი კუბიკებად, ან რგოლებად დავჭრათ, შემდეგ მდუღარე წყალი გადავავლოთ, რათა სიმწარე დაკარგოს.
2. ფენა მოხარშული კარტოფილი – კუბიკებად დაჭრილი.
3. ქათმის ფილე – წვრილად დაჭრილი.
4.ნიგოზი გახეხილი, ან დაბლენდერებული.
5. სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი.
6 .კვერცხი – მსხვილ სახეხზე გახეხილი
7.ყველი – სახეხზე გახეხილი.
სალათის თავი მოვრთათ ბროწეულის მარცვლებით.
სალათა ,,ლიში“
ინგრედიენტები:
1 ქათმის ფილე, 2 თავი ხახვი, 400 გრამი სოკო, 2 ცალი კვერცხი, 100 გრამი ყველი, 1/2 ჭიქა ნიგოზი, მაიონეზი, მარილი, პილპილი, ზეთისხილი მოსართავად.
მომზადების წესი: მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავჭრათ, ხახვი და სოკო მოვდაღოთ. ყველი და კვერცხი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ნიგოზი, მარილი, პილპილი დავუმატოთ, მაიონეზით შევანელოთ და კარგად ავურიოთ. ავიღოთ ბრტყელი თეფში, რომლის შუაგულზეც ჭიქა და მის გარშემო მომზადებული სალათი მოვათავსოთ, სასურველი ფორმა მივცეთ და ჭიქა მოვაცილოთ. შემდეგ მწვანილითა და ზეთის ხილით მოვრთოთ.
სალათა ფენებად
ინგრედიენტები: 1 ქილა ნებისმიერი კონსერვი ( „ტუნეცი“, „საირა“, „გარბუშა“), 6 ცალი კრაბის ჩხირი, ნახევარი ქილა სიმინდი, 1ცალი მდნარი ყველი,4 ცალი მოხარშული კვერცხი, ნახევარი თავი ხახვი, ან მწვანე ხახვი, 1ქილა მაიონეზი.
მომზადების წესი: კონსერვის შიგთავსი ჩანგლით დავჭყლიტოთ, კრაბის ჩხირები და ხახვი წვრილად დავჭრათ. გავხეხოთ ყველი, კვერცხი გავაცალცალკევოთ, გულებიც და ცილაც ჩანგლის მეშვეობით დავსრისოთ.
სალათა ფენებად ავაწყოთ:
1 ფენა კონსერვი.
2. ხახვი
3. მაიონეზი
4. ყველი
5. სიმინდი
6. მაიონეზი
7. კრაბის ჩხირები
8. მაიონეზი
9. კვერცხის ცილა + მაიონეზი
სალათის თავი კვერცხის გულით და მწვანილით გავაფორმოთ.
სოკოს სალათა
ინგრედიენტები:1 ქილა დაკონსერვებული სოკო, 1შეკვრა მწვანე ხახვი, 300 გრამი ლორი, 3 ცალი მოხარშული კარტოფილი, 3 ცალი კვერცხი, მაიონეზი.
მომზადების წესი:
ავიღოთ ღრმა ჯამი და სალათი დავაწყოთ ფენებად:
1.ფენა დაკონსერვებული სოკო.
2.მწვანე ხახვი.
3.კუბიკებად დაჭრილი ლორი
4.კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი;
5.წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.
სალათის ყველა ფენას მაიონეზი წავუსვათ. მაცივარში მოვათავსოთ და სუფრასთან მიტანის წინ სხვა თეფშზე გადმოვაბრუნოთ.
სალათა „ ქალის კაპრიზი“
ინგრედიენტები:
კარტოფილი, შემწვარი სოკო ხახვით, სტაფილო, 1კვერცხი, ყველი, მაიონეზი.
მომზადების წესი: სალათა ფენებად იწყობა, ყველა ფენის შემდეგ კი მაიონეზი ესმევა:
1.ფენა მოხარშული კარტოფილი – სახეხზე გახეხილი
2. სოკო შემწვარი ხახვთან ერთად
3.მოხარშული სტაფილო
4. გახეხილი კვერცხის გული
5.გახეხილი ყველი
6. გახეხილი კვერცხის ცილა
სალათა მოხარშული სტაფილოსგან დამზადებული ვარდებით გავაფორმოთ.