ამერიკულ არმიაში ტრანსგენდერებიც იმსახურებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლებას აძლევენ.  ამის შესახებ სათანადო კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებენ.
თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის განცხადებით, ამ საკითხზე ექსპერტები შეიკრიბებიან და მის იურიდიულ, სამედიცინო და ადმინისტრაციულ ასპექტებს განიხილავენ. ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით შევა კანონმდებლობა ძალაში და როგორ იმოქმედებს ეს არმიის ბრძოლისუნარიანობაზე.

წყარო: http://www.newspress.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები