ტომას ბეატი გერმანელი ტრანსგენდერია. ის დაიბადა, როგორც სრულფასოვანი ქალი, მაგრამ თავს მამაკაცად გრძნობდა. ამ ყველაფრის გამო, მან ჰორმონების მიღება დაიწყო, მკერდის ოპერაციაც გაიკეთა და ნამდვილ კაცად იქცა. ტომასმა მეორე ნახევარიც იპოვა. წყვილმა სრული ოჯახური ბედნიერებისათვის გადაწყვიტა შვილი გაეჩინათ. ტომასის მეუღლე უნაყოფო გამოდგა. სწორად ამ ყველაფრის გამო, ტომასმა გადაწყვიტა ბავშვი თავად გაეჩინა. თუმცა არსებობდა გარკვეული პრობლემებიც. ტომასი წლების მანძილზე იღებდა სხვადასხვა ჰორმონებსა და წამლებს და რამდენიმე წლის მანძილზე მენსტრუალური ციკლიც არ ჰქონია. საბედნიეროდ მას სქესის შეცვლის ოპერაცია გაკეთებული არ ჰქონდა. მან ყოველგვარი მედიკამენტის გამოყენება შეწყვიტა, რის შედეგადაც ქალური საწყისები დაიბრუნა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ტომასმა დაფეხმძიმება შეძლო. ეს ყველაფერი სენსაცია აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, “მამაკაცი” ორსულად იყო და შვილს აჩენდა. “ღიპიანი არ გეგონოდ, ორსულადაა”-წერდა გერმანული პრესა. მსოფლიო და ექიმები მოუთმენლად ელოდნენ, თუ როგორ ჩაივლიდა მშობიარობა. საბედნიეროდ ყველაფერი იდეალურად დასრულდა. ახალმა ამბავმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ოჯახსაც კიდე ერთი წევრი შეემატა. წყვილს ძალიან მოეწონა მშობლის ამპლუაში ყოფნა. ტომასმა კიდევ ორი შვილი გააჩინა. წყვილს ამჟამად სულ სამი ბავშვი, 3 წლის სუსანი, 2 წლის ოუსტინი და ერთი წლის ჯენსენი ჰყავს. ლუსისა და ტომასის ოჯახმა დიდ სირთულეებს გაუძლო. საზოგადოება მათ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა. ზოგიერთების მტკიცებით შეუძლებელი გახდა გარჩევა, ვინ იყო ოჯახში მამა, დედა ან თუნდაც შვილი. “ვიღებდით სიცოცხლისათვის საშიშ არაერთ მუქარას, თუმცა არ დავნებდით. ჩვენ არაფერს ვნანობთ”-ამტკიცებს წყვილი.
წყარო: http://intermedia.ge