სახლი, სადაც საკულტო ჯგუფის, Nirvana-ს ლიდერი კურტ კობეინი აღიზარდა, აუქციონზე გაიტანეს და მისი ღირებულება 400 ათასი დოლარია. სახლი ვაშინგტონის შტატში მდებარეობს. ოთახის კედლებზე ჯერ კიდევ გაკრულია ახალგაზრდა კურტის ნახატები.
კურტ კობეინი 9 წლის ასაკამდე ამ ბინაში ცხოვრობდა. შემდეგ მისი მშობლები დაშორდნენ და ისიც სხვაგან გადავიდა. 16 წლის ასაკში კი მშობლიურ ბინას დაუბრუნდა და იქ კიდევ 4 წელი იცხოვრა. სახლის კედლები უამრავ ისტორიას იტევს, ასევე – ავეჯი, რომლითაც სარგებლობდა მომღერალი, ნახატები და ერთ-ერთი ოთახის კედლებზე ორმოები, რომლებიც კურტმა ემოციური აშლილობისას ხელით გახვრიტა.
კურტ კობეინი 27 წლის ასაკში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. არსებობს მომღერლის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსია. კურტ კობეინის ფანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ის მოკლეს.