მსახიობ მელ გიბსონს მორიგი რომანი აქვს. ამჯერად მისი რჩეული 24 წლის აკრობატი, როზალინდ როსია. მსახიობმა და სპორტსმენმა ერთმანეთი სერიალ „მატადორის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს: გოგონა შეთავსებით დამწყები კინოსცენარისტია. ჟურნალ „People“-ის ცნობით, წყვილმა ერთად გაატარა უქმეები კოსტა-რიკაში მდებარე გიბსონის ვილაში.
შეგახსენებთ, რომ 59 წლის მსახიობის უკანასკნელი ყველაზე გახმაურებული რომანი ოქსანა გრიგორევას უკავშირდება, რომელთანაც 5 წლის ქალიშვილიც ჰყავს.
წყარო: http://fortuna.ge