ეს საოცარი ისტორია ახალგაზრდა წყვილს – ჯოსლინს და იგნასიოს გადახდათ თავს. ახალდაქორწინებული წყვილი პირველ შვილს ელოდა, როდესაც ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა.
უეცრად ქალს ძლიერი სისხლდება დაეწყო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა შეატყობინეს, რომ ბავშვს გული გაუჩერდა.
ქალმა გამოკვლევა სხვა საავადმყოფოშიც ჩაიტარა, საიდანაც იგივე პასუხით გამოისტუმრეს. ბავშვი დაბადებამდე დაიღუპა. ამ შოკისმომგვრელმა ამბავმა წყვილზე საშინლად იმოქმედა.
ბავშვის ამოყვანა საკეისრო ოპერაციით გადაწყდა, რის დროსაც ნამდვილი სასწაული მოხდა…
ბავშვი მუცლიდან ამოიყვანეს თუ არა მან ამოისუნთქა და ტირილი დაიწყო, ექიმები ამ ფაქტს ვერ ხსნიდნენ, მათ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, მაგრამ რაც მთავარია ბავშვი სუნთქავდა.
ექიმების ოპერატიულმა მუშაობამ ბავშვი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნა, გაოგნებული მშობლები კი მხოლოდ ერთ რამეს იმეორებდნენ: “ეს სასწაულია, ნამდვილი სასწაული.”
წყარო: aww.ge