მთვარე – ციური სხეული თუ გიგანტური კოსმოსური ხომალდი?

არსებობს ჰიპოთეზა, იმის შესახებ, რომ მთვარე არის კოსმოსური ხომალდი და არა ბუნებრივი ციური სხეული. 70-იანი წლების ბოლოს სეისმოლოგებმა გააკეთეს იმ მეტალის კომპიუტერული ანალიზი, რომლისგანაც მთვარის ბირთვი შედგება. აღმოჩნდა, რომ მის შემადგენლობაში შედის ნიკელის, ბერილიუმის, ვოლფრამის, ვანადიუმის და სხვა ელემენტები, რკინა შედარებით ცოტა იყო. ელემენტების ასეთი ფორმულირება კი იძლევა კოროზიისგან აბსლოუტური დაცვის საშუალებას. შემდგომმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ასეთი მასის მიღება ბუნებრივი გზით შეუძლებელია. იმავე კვლევების ფარგლებში, სეისმოლოგები იწერდნენ მთვარის სიხშირეებს და აღმოჩნდა, რომ მონოტონურად, ყოველ 30 წუთში ერთხელ, ერთი წუთის განმავლობაში მოდიოდა უწყვეტი მაღალი სიხშირის სიგნალი დაახლოებით 960 კილომეტრის სიღრმიდან. მთვარის ზედაპირზე დაკვირვების შედეგად კი დროდადრო გაზისმაგვარი ნაკადი შეინიშნებოდა, რომელიც სწრაფადვე ქრებოდა.
ახლა კი დავბრუნდეთ უკან, ისტორიულ წარსულში. ჩინური ასტროლოგიის უძველეს ნაშრომებში, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-11-10 საუკუნეებით თარიღდება, აღწერილია ცა, მაგრამ იქ მთვარის არანაირი ნიშანი არ არის. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტს თუ წარღვნის მითებს შევადარებთ (რომელიც ასე თუ ისე ყველა კულტურაშია) შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მთვარის დედამიწის ორბიტაზე გამოჩენამ წარმოშვა კატასტროფები.
სწორედ მას შემდეგ, რაც მთვარე გაჩნდა დედამიწის ჰორიზონტზე, ბევრ ქვეყანაში მას მოყვა ისტორიები ”ღმერთების”, ”ადამიანების” , ”უცხო ქმნილებების” და ა.შ შესახებ, რომლებიც ციდან ჩემოდიოდნიენ. არსებობს უძველესი მაიას ტომის სურათები, სადაც ჩანს რომ ღმერთი ჩამოდის მთვარიდან.
მთვარე - ციური სხეული თუ გიგანტური კოსმოსური ხომალდი?

გასული საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა კავშირის ასტროფიზიკოსების ერთ-ერთი ვარაუდი იყო, რომ მთვარე არის უსიცოცხლო, მკვდარი კოსმოსური ხომალდი.
1968 წელს კი ნასამ გამოაქვეყნა მთვარის ანომალიების ჟურნალი, სადაც მოცემულია 579 ამოუხსნელი შემთხვევა მთვარეზე: მოძრავი მანათობელი საგნები, გეომეტრიული ფიგურები, გამქრალი კრატერები, ფერადი ორმოები და უამრავი სხვა რამ.
უფრო ადრე, 1940 წელს მთვარეზე დაფიქსირდა მოძრავი ობიექტი, რომელიც წამში 2-დან 7 კილომეტრამდე სიჩქარით მიდიოდა.
1995 წელს, ბრიტანული ჟურნალის (Elying Sauce Peview (N2 1995)) საშუალებით კი ცნობილმა რუსმა ასტრონომმა ალექს არხიპოვმა, ხმამაღლა განაცხადა რომ სჯეროდა მთვარეზე უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესახებ, რომლებიც დედამიწას აკვირდებიან.
თავის დროზე ამერიკულმა მისიებმა -“Rangers”, “Serveytory”, “Orbiter”, “Apollo” ათასობით იდუმალი ფოტო გადაიღო, რომელიც მთვარეზე უცხო ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებდა. მართალია ნასას ეს ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებული აქვს. თუმცა მაინც შემორჩენილია რამოდენიმე ფოტო, სადაც გარკვევით ჩანს, მთვარის მეორე მხარეს არსებული უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი.
დასასრულისთვის მოვიყვან ნილ არმსტრონგის საოცარ სიტყვებს, რომელიც შემდეგ უარყო, მაგრამ ათასობით ამერიკელმა მოისმინა ის და ისტორიასაც შემორჩა:

არმსტრონგი: ეს რა არის? რა ჯანდაბაა? მინდა გავიგო რა არის!
ნასა: რა ხდება?
არმსტრონგი: ძალიან დიდი ობიექტია სერ! უზარმაზარი! აქ სხვა კოსმოსური ხომალდია, კრატერის მეორე მხარეს სერ!

მოვიდა დრო რომ ჩვენმა თაობამ გადაამოწმოს ის ურყევი კანონები და პოსტულატები, რასაც აქამდე თვალდახუჭული ვენდობოდით. უნდა შევწყვიტოთ თავდაჯერებული დაცინვა ისეთ რამეზე, რაც ჩვენს გონების სტანდარტებში არ ჯდება. არასდროსაა გამორიცხული, რომ გარკვეული მოვლენები იმ გონებრივ ზღვარს მიღმა ხდება, რომელიც ჩვენ გვაქვს.
სიმართლის გაჟღერება ნიშნავს გადატრიალებას, აქამდე არსებულის ჩამონგრევას და ჩამოშლას, ასე რომ ნუ დაველოდებით როდის გვეტყვის ნასა სიმართლეს. სიმართლე ჩვენ გარშემოა.

 

წყარო: geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები