თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი უნივერსიტეტის ეზოდან მოიტაცა

თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკურად ქისტი, სტუდენტი გოგონა უნივერსიტეტში გამოცდის ჩასაბარებლად იყო მისული, სასწავლებლის ეზოში მას ყოფილი მეუღლე დახვდა, რომელმაც ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და გაიტაცა. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია ამ დროისთვის თვითმხილველების გამოკითხვას ახდენს.

წყარო: http://newposts.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები