რას ყვება 13 ივნისს სასწაულებრივად გადარჩენილი – წყალქვეშ აღმოვჩნდი… დავინახე ირინკა ტივტივებდა და თმებში ვწვდი…

მარიამ მამუკაშვილი 13 ივნისს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს და სოციალურ ქსელში მისი და მისი მეგობრების სასწაულებრივად გადარჩენის ისტრორიას ყვება.

“იქიდან გამომდინარე, რომ ყველას აინტერესებდა ჩვენი ამბავი მე და ირინკას გვინდა რომ მოგიყვეთ თუ რა გადაგვხვდა: სამსახურიდან მოვდიოდით ჩვენს მეგობარ გიორგი შერმადინთან ერთად, აღარ წვიმდ რაც ძალიან გვახარებდა და ვაკე-საბურთალოს გზაზე მოვდიოდით როდესაც ის უბედურება დაიწყო. ძალიან დიდი საცობი იყო და ამიტომ საპირისპირო მიმართულებით ვამჯობინეთ წამოსვლა, როგორც ამას სხვა მანქანები აკეთებდნენ, მაგრამ უკნიდან ძალიან დიდი ტალღები მოდიოდა, ყველა მანქანამ გაგვასწრო და მარტოები დავრჩით და ბარდიულს მივასკდით. ამ დროს სამივე ერთად გადმოვხტით მანქანიდან, გიორგი მაშინვე წყალმა გაიტაცა და გაქრა, ირინკა ცალი თითით ეკიდა მანქანის კარებს, მე კი მოვახერხე მანქანის თავზე ასვლა, როგორღაც ირინკაც აოძვრა და მივტიროდით გიორგის რომელიც უკვე გარდაცვილილი გვეგონა. ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ტიტანიკი, სწორედ ასე იძირებოდა ჩვენი მანქანა წყალში. ათობით ადამიანი რომლებიც დაახლოებიტ 10 მეტრში იდგა თავში ხელებს იხლიდნენ და ტიროდნენ რომ ვერ გვეხმარებოდნენ; ამ დროს კი ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა და გადაგვყარა პირდაპირ ხევში. მე ფეხი გამეჭედა მორში და უკვე ყელამდე წყალში ვიხრჩოოდი, რადგან წყალი ნელ-ნელა მატულობდა. ირინკა ცდილობდა ჩემს ამოყვანას მაგრამ უშედეგოდ, ვეხვეწებოდი რომ წასულიყო, რადგან ვიცოდი რომ მე ვეღარ ვიცოცხლებდი, მაგრამ ირინკა არ მტოვებდა და სწორედ ამ დროს უზარმაზარი ტალღა მოვარდა უკნიდან და აქ კი უკვე წყალ ქვეშ აღმოვჩნდი და რომ ამოვყვინთე დავინახე წყლის ზედაპირზე ირინკა რომ ტივტივებდა და თმებში ვწვდი, გამოვათრიე ჩემსკენ და ძალიან წვრილ რკინაზე დავდექით ორივე. ამ რკინის გარშემო სულ წყალი იყო და რკინაც ტყდებოდა, ერთადერთი შანში გვქონდა გადავმხტარიყავით 10 მეტრზე სადაც ბაახი მოჩანდა, სხვა შანსი არ გვქონდა. გადავხტით, და აღმოვჩჩნდით ზოოპარკის ბოლოში. მაშინ როდესაც ყველა მტაცებელი ცხოველი გარეთ იყო ჩვენ ისე გავიარეთ მთეი ტერიტორი რომ თეთრი გედის გარდა არაფერი შეგვხვედრია და ყველაფერი ეს მხოლოდ ერთი რამის გამო; აფსოლიტურად ყველა ნივთი რაც თან გვქონდა დავკარგეთ, ყელზე გვეკეთა ორივეს მხოლოდ ჯვრები და ღმერთმა სასწაულებრივი ძალა მოგვანიჭა , ძალა იმისა რომ გვეცოცხლა თქვენთვის.! ეხლა რესპუბლიკურში ვართ და თურმე იმ ხევში გადავარდნილი ყველა ადამინაისგა გადავრჩით მხოლოდ მე გიორგი და ირინკა “, – წერს მარიამ მამუკაშვილი ფეისბუქზე..

კომენტარები

სხვა სიახლეები