ჟანა ფრისკე შვილის გაჩენას აპირებს

ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ის აცხადებს, რომ უკვე მზად არის, თავისი სიყვარული პლატონის გარდა სხვა შვილსაც აჩუქოს.

რეპორტიორებთან მოკლე სატელეფონო საუბრებში ფრისკემ განაცხადა, რომ ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და მთელ თავისუფალ დროს საკუთარ შვილს – პლატონს უძღვნის.

მომღერალი ასევე სკოლის უახლოესი მეგობრის ორი შვილის ნათლიაა. ერთი 10 წლის ბიჭია, მეორე – გოგონა უმცროსია, მაგრამ უახლოეს დროში ამ ოჯახში გაჩნდება კიდევ ერთი პატარა, რომლის ნათლიაც ფრისკე იქნება.

მომღერალი ყვება, რომ მას ხშირი კონტაქტი აქვს ნათლულებთან, უახლოეს მომავალში კი თავის სიყვარულს ოთხ ბავშვზე გადაანაწილებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები