„55 წლის ამერიკელმა სინდი ჯეკსონმა თავისი ცხოვრების განმავლობაში 52 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომელთა საერთო ღირებულებამ 100 ათასი დოლარი შეადგინა. ამის გამო ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა”. – წერს გამოცემა „USA Today”.
ქერა სინდი წარმოშობით ოჰაიოდანაა, ამჟამად კი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში და მუშაობს კონსულტანტად სილამაზის კლინიკაში. მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციების დახმარებით, მან დიდ პოპულარობას მიაღწია, ხოლო ამას წინათ გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „ცოცხალი ბარბი”.
სინდიმ გაიკეთა: ფეხებისა და მუცლის ზონის რამდენიმე ლიპოსაქცია; ქუთუთოების, ცხვირის პლასტიკა; სახის გადაჭიმვა ხუთჯერ და მრავალრიცხოვანი ბოტოკსის ინიექცია. აქამდე მხოლოდ ხელები ამჟღავნებდა მის ასაკს, მაგრამ ახლა მისთვის ესეც აღარაა პრობლემა – მან გაიკეთა ინიექციების სერია იმ ნივთიერებისა, რომელიც ასტიმულირებს კალაგენების გამომუშავებას. შედეგად, ხელების ნაკლი დაიმალა.
თავისი პირველი ოპერაციები, მან 1970 წელს გაიკეთა, როდესაც მამის სიკვდილის შემდეგ კარგი მემკვიდრეობა ერგო, რაც მან თავისი სახისა და სხეულის გაახალგაზრდავებისთვის დახარჯა.