პარკინგი – “P”

საინფორმაციო მაჩვენებელი 5.15. იგივე, „დგომის ადგილი“, მიუთითებს საჭემომარჯვებულ მძღოლებს, თუ სად შეუძლიათ გააჩერონ თავიანთი მანქანა. მიუხედავად ინფორმირებულობისა, ხშირად ავტომობილებს ისეთ უადგილო ადგილას გადააწყდებით, როგორიცა ტროტუარი, ინვალიდებისთვის განკუთვნილი სადგომი და ასე შემდგეგ.

სავსებით ბუნებრივია გაგვიჩნდეს კითხვა თუ რატომ ხდება, როდესაც ერთი ადამიანის თავისუფალი ნება, მეორისას ზღუდავს იმ ქვეყანაში, სადაც პრეტენზია გვაქვს ვიყოთ დემოკრატიულები, ცივილურები და ცოტა ვეროპულებიც. საქმე გვაქვს მოქალაქეობრივ თვითშეგნებასთან, რომელზეც პასუხისმგებლობის აღების არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეშინდეს.

სანამ მოქალაქეობრივ თვითშეგნებამდე მივალთ, ჯერ საჭიროა პიროვნული შეგნება გაგვაჩნდეს. მისი დაუფლება კი დამოკიდებულია იმ პროდუქტზე, რომელსაც ქმნის საზოგადოება. საზოგდოება კი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც არიან ინდივიდები, ჰყავთ ოჯახი, მეგობართა წრე და ასე შემგედ. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ინდივიდი ვალდებულია თავის თავზე აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც სხვა აკისრებს მას. მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გარდა სხვებიც არიან.

რა შედეგს იწვევს ამ მარტივი ჭეშმარიტების უგულებელყოფა დავინახავთ კიარა, უკვე ვხედავთ მის ნათელ სურათს. ჩაუხერგო გზა ძრავიანი ლითონის გროვით საკუთარ თანამაცხოვრებელს, მას ვისაც შესაძლოა უნივერსიტეტში ეჩქარებოდეს, ან კიდევ დედას, რომელიც ახალშობილს ასეირნებს. არაა გამორიცხული თქვენც შეგექმნათ მსგავი დისკომფორტი. პარკირება, მარტივი გამოვლინებაა შინაგანი კულტურის. მის მიღმა კი დასნეულებული ფასეულობებია, რომლთა სწორი გააზრება და შეთვისება აუცილებელია ბავშვობის ასაკიდანვე, რადგან ზრდასრულ ასაკში რთულია შეცვალო, თუნდაც არასწორი, კარგა ხნის წინათ შესისხლხორცებული და დროის საწრთობში გამოტარებული შეგნება, კულტურა თუ მორალი.

სანამ მართვის მოწმობას აიღებს მძღოლი, სწავლობს საინფორმაციო ნიშანს, P-ს რომელიც ლურჯ ჩარჩოშია გამოსახული. მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე როდესაც თეორიული ცოდნა სულ აღარ გვაინტერესებს და მის პრაქტიკაში გამოყენებაზეც ლაპარაკი ზედმეტია. ადამიანის ეს თვისება, ძალიან ჰგავს მკითხველს, რომლისთვისაც შენაძენი წიგნიდან სხვა არაფერია გარდა სალონური სასაუბრო თემისა!

ლექსო მიგრიაული 

კომენტარები

სხვა სიახლეები