რონალდო თბილისში გულახდილობის ხასიათზე დადგა – ფეხბურთელი ფანებს მიმართავს (ვიდეო)

ფეხბურთის ვარსკვლავი, ქალების გულთამპყრობელი, პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო თბილისშია. იგი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში 5 ივნისს გამთენიისას ჩამოფრინდა ლისაბონიდან. საქართველოში ვიზიტი 13 ივნისს ერევანში გასამართ ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს უკავშირდება.

ნაკრები სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” დაბინავდა. სავარაუდოდ, სწორედ სასტუმროს აუზზეა გადაღებული ვიდეო, რომელიც ფეხბურთელმა ფანების მისამართით გაავრცელა. რონალდოსგან ეს საქციელი მოულოდნელია – ის თავადვე ამბობს მობილურით გადაღებულ ვიდეოში, რომ პრესასთან ურთიერთობა არ უყვარს და იშვიათად თანხმდება კომენტარებზე. 30 წლის ვარსკვლავი ამბობს: “ჩემო გულშემატკივრებო, ეს რთული წელი იყო, მაგრამ თქვენ ყოველთვის გვერდით იდექით, მაჩვენებდით თქვენ მხარდაჭერას”. შემდეგ კი ჟურნალისტებს მიმართავს: “არასდროს ვსაუბრობ პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ახლა მინდა გამოვიყენო შესაძლობლობა და ვთქვა, რომ ბოლო კვირეებში პრესა ათას სიბინძურეს წერდა ჩემზე. ჭორაობდნენ, რომ ახალი გერლფრენდი მყავს, რომ ვაკეთებ იმას… ამას. თავი დამანებეთ! მაცადეთ ჩემი საქმის კეთება და ნუ ეცდებით ჩემი იმიჯის დანგრევას, რადგან ვერ მოახერხებთ”.

წყარო: www.palitratv.ge

https://www.youtube.com/watch?v=CZwGIrqrdks

კომენტარები

სხვა სიახლეები