შარაპოვა კოლეგებზე ზრუნავს

უპოპულარულესი, უსექსუალურესი და უკეთილესი რუსი მეჩოგნე, მარია შარაპოვა ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობს ჩოგბურთელის ხელობის ბნელ და მძიმე მხარეებზე და იმასაც გამუდმებულად უსვამს ხაზს, რომ თუკი ჩოგბურთელმა გოგონამ სათანადო წარმატებას ვერ მიაღწია და ბევრი ფული ვერ იშოვა, იგი ტრავმებით გატანჯული და უფულო დაასრულებს თავის კარიერას და შემწეც არავინ ეყოლება.
მოგეხსენებათ, ფიზიკური დატვირთვის მხრივ ჩოგბურთი ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა და ჩოგბურთელების რეაბილიტაცია განსაკუთრებულად დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მარია შარაპოვა გამოდის ინიციატივით, რომ ბევრი ფულის მშოვნელ ცნობილ ჩოგბურთელებს სპეციალური გადასახადი დაუწესდეს და მათ მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდა და უილაჯო სპორტსმენების მკურნალობა მოხდება.
შარაპოვას ამ შესანიშნავ იდეას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე ცნობილი მეჩოგნე და მზაობა გამოთქვა იდეის მხარდასაჭერად. 21-ე საუკუნეში როგორც ჩანს თანადგომა უფრო ადვილი და გამიზნული გახდა. აბა მე-19 საუკუნეში ტვირთის დებისგან თავგაბრტყელებულ კინტოს რომელი დიდი სოვდაგარი უმკურნალებდა? ან რომელ დიდ ჩინოსანს მოაგონდებოდა უფულო კოლეგის დახმარება? ფაქტია, რომ კარგი იდეები ხშირად მარიასთანა ლამაზ თავებში იბადება.

წყარო: www.worldsport.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები