ჰოლანდიამ ჩადრის ტარებისთვის ჯარიმა შემოიღო

 ევროპული ქვეყნების სიას, რომლებიც პროტესტს უცხადებენ ჩადრით შენიღბულ მუსულმანებს, ჰოლანდიაც შეემატა. ისლამის მიმდევართა ტრადიციული სამოსის – ჩადრისა და ჰიჯაბის ტარებისთვის სკოლებში, ადმინისტრაციულ შენობებში, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯარიმა დაწესდება. ჯარიმა კი 405 ევროს შეადგენს. ჰოლანდიელებს აკრძალვაზე სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ, ისინი აქტიურად განიხილავენ თემას სოციალურ ქსელ ტვიტერში. ზოგიერთი წერს, რომ ახლა ფეხშიშველი სიარული უფრო იაფია, ვიდრე ჩადრით, ზოგიერთი კი მკაფიოდ გამოხატავს ანტიისლამურ შეხედულებებს. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ჰოლანდიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში შარიათის კანონების გამყარებას. თუმცა რამდენიმე წელიწადში მთავრობის დამოკიდებულება მუსულმანურ წესებთან მიმართებაში მკაფიოდ შეიცვალა და მთავრობამ განაცხადა, რომ მათმა იდეამ, ქვეყანაში ყოფილიყო მულტიკულტურიზმი, კრახი განიცადა. ნიდერლანდები ცდილობს, გაჰყვეს იმ უსაფრთხო გზას, რომელსაც ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკვე ადგას. მაგალითად, 2011 წელს მუსულმანური ტანსაცმელი საფრანგეთში აიკრძალა. საფრანგეთს მიჰბაძა ბელგიამ, ესპანეთმა და ახლა უკვე ჰოლანდიამაც.

კომენტარები

სხვა სიახლეები