სარიტ ფიშბაინმა მესამე შვილი გააჩინა და მას ძუძუთი კვებავდა. ერთხელაც, მან მკერდში კვანძი აღმოაჩინა და ექიმთან მივიდა.სპეციალისტმა უპასუხა, რომ ეს იყო რძე, რომელიც გროვდებოდა ერთ მკერდში. ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ის ტელევიზორს უყურებდა, ერთ-ერთ სერიალში ნახა, თუ როგორ მოკვეთეს ახალგაზრდა დედას მკერდი, სწორედ არასწორად დასმული დიაგნოზის გამო, რომელიც ემყარებოდა ამ განმარტებას – “რძის მხოლოდ ერთ მკერდში დაგროვება”. მან მთელი ღამე თეთრად გაათენა. ის უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც ბავშვს ძუძუთი აღარ კვებავდა და კვანძი მაინც არსებობდა!
სარიტი სხვა ექიმთან მივიდა და აღმოჩნდა რომ მას სიმსივნის მესამე სტადია ჰქონდა.
აგრესიული მკურნალობით, ქიმიოთერაპიითა და მკერდის მოკვეთის შედეგად, ის განიკურნა ამ დაავადებისგან.
ქალი ამბობს, რომ არ ადანაშაულებს პირველ ექიმს, მან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისწავლა ამ ისტორიიდან, ის რომ, ყოველთვის უნდა ენდოს თავის შინაგან ხმას..!
წყარო: დაინტერსდი.ჯი