კესარია აბრამიძე ყოველთვის კარგ ფორმაშია. მისი გარეგნობა ზოგს შურს, და ზოგიც ცდილობს, მიბაძოს თავის მოვლაში. შევეცადეთ გაგვერკვია კესარიას სილამაზის საიდუმლო და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– კესო, დიეტებს მიმართავ?
– არასოდეს მქონია წონასთან პრობლემა. ბოლო წელია, რაც ვერიდები ძალიან ცხიმიან საკვებს და ხორცეულს.
– მიზეზი ალბათ ისაა, რომ ეკრანზე ჩანხარ ხშირად…
– მაქსიმალურად ვცდილობ, ხორცი ამოვიგო კვების რაციონიდან. ჯანსაღი კვება, აუცილებელია. ეკრანი ძალიან ასუქებს. ცხოვრებაში მომწონს ცოტა მოსუქებული ყოფნა, მაგრამ შემდეგ ეკრანზე აღარ მომწონს ხოლმე ჩემი თავი. მოკლედ უნდა აირჩიო, რომელი გირჩევნია.
– მას შემდეგ, რაც ხორცზე უარს ამბობ, რამდენი კილო დაიკელი?
– არ დამიკლია წონაში. ვგიჟდები ჭამაზე და ვჭამ ძალიან ბევრს. თუმცა რაღაცები ამოვიღე, კვების რაციონიდან. ვცდილობ, მივირთვა ბოსტნეული და გაგანდობ ჩემს საიდუმლოს, ვსვამ უამრავ წყალს – დღეში 4 ლიტრამდე.
– ვარჯიშობ?
– იოგაზე დავდიოდი. მერე შევეშვი და ძალიან განვიცდი იმ ფაქტს. მას შემდეგ, რაც აღარ ვვარჯიშობ, ძილი ვერ დავირეგულირე, რაც ძალიან ცუდია ჯანრთელობისთვის.
წყარო: რეიტინგი