პრინცი ჰარი ავსტრალიაში სიდნეის საოპერო თეატრს ეწვია, სადაც მას თაყვანისმცემლების არმია ელოდა.
პრინცი თეატრში გამოსამშვიდობებლად მივიდა, რადგან ავსტრალიაში მისი ერთთვიანი სამხედრო სამსახურის ვადა იწურება. მას სამხედრო ფორმა ეცვა.
თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე მეტად აქტიურობდა 21 წლის ვიქტორია. ის პრინცის დასახვედრად უზარმაზარი პლაკატით მივიდა, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: „წამიყვანე ცოლად. ეს შენი ბოლო შანსია“. პრინცმა გულგრილად გვერდის ავლა ვერ შეძლო, შეჩერდა, გოგონას მიესალმა და ლოყაზე კოცნის უფლებაც მისცა.