4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ კონფლიქტს, გაუგებრობებს. განაახლეთ ძველი კავშირები, შეეხმიანეთ გავლენიან მეგობრებს და მათი დახმარებით საკუთარი საქმეები მოაგვარეთ.

კურო
დღეს ყველა ეცდება თქვენს გამხიარულებას, თქვენზე ზრუნვას, თქვენი პრობლემების მოგვარებას. თავად კი უნდა ისწავლოთ გარშემო მყოფებისგან დახმარების მიღება.

ტყუპი
ჩამოყალიბდით და მოიგვარეთ პირადი ცხოვრება. თუ საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ, რაღაც უნდა შეცვალოთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა გადასახადების გადასახდელად. თავს შეგახსენებენ ძველი მევალეები. მოერიდეთ ნაცნობობას რესტორანში, მგზავრობისას და სოციალურ ქსელში.

ლომი
დაისახეთ მიზნები, შემოიკრიბეთ გამოცდილი ადამიანები, სპონსორები და იმოქმედეთ. აგრეთვე კარგი დღეა საოჯახო, მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად.

ქალწული
ცხოვრება საინტერესო სიახლეებს გპირდებათ. ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ, არაფერზე თქვათ უარი და შეძლებისდაგვარად სიამოვნება მიიღოთ ყოველივესგან.

სასწორი
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ფულის ხარჯვას, ხალხმრავალ ადგილებს. გაუფრთხილდით კუჭს.

მორიელი
ნუ იქნებით ზედმეტად აგრესიული, გაღიზიანებული. მოერიდეთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებს.

მშვილდოსანი
ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმ საკითხების მოგვარებას, რომლებსაც დღესვე გაუმკლავდებით.

თხის რქა
კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის გაღრმავებისთვის. არ იზარმაცოთ, რასაც დღეს შეითვისებთ, არასოდეს დაგავიწყდებათ.

მერწყული
კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად და მკურნალობის დასაწყებად.

თევზები
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, კოლეგებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. იმუშავეთ, ნუ მოცდებით ჭორაობაზე.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები