მომღერალი ბენ კინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ში 76 წლის ასაკში მომღერალი ბენ კინგი გარდაიცვალა. კინგი ცნობილი გახდა 1950-იან წლებში, როდესაც მის მიერ შექმნილი ჯგუფის The Drifters-ის შემადგენლობაში ჩაწერა ისეთი კომპოზიციები, როგორიცაა: Dance with me და This magic moment.
1960-იან წლებში კი კინგმა სოლო-კარიერა დაიწყო, რომელშიც ყველაზე პოპულარული გახდა სიმღერა Stand by me, ასევე კომპოზიციები: There goes my baby და Spanish Harlem.
კომპანია BMI -ის ინფორმაციით, რომელიც მუსიკოსების საავტორო უფლებების დაცვის საკითხზე მუშაობს, Stand by me 2012 წლისთვის 11,5 მილიონჯერ შესრულდა. მას 400-ზე მეტი მომღერალი, მათ შორის The Beatles-ის ლიდერი ჯონ ლენონი ასრულებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები