ბრიტანელი პრინცის უილიამის მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი წმინდა მარიას საავადმყოფოში მიიყვანეს. მას მშობიარობა დაეწყო. საავადმყოფოში ქეითს ქმარი გაყვა. ამის შესახებ კენსინგტონის სასახლის პრესსამსახური იუწყება.
აქამდე არსებული ინფორმაციით, ჰერცოგინიას 25 ან 26 აპრილს უნდა ემშობიარა. ჯერჯერობით არც ქეთრინმა არც უილიამმა ოფიციალურად არ განაცხადეს, ბიჭი ეყოლებათ მათ თუ გოგო. ახალშობილის სქესს, წონას და მისი დაბადების ზუსტ დროს კენსინგტონის სასახლე გამოაცხადებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ სასიხარულო ამბავს ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს და უახლეს ნათესავებს შეატყობინებს.