ინტერნეტში გავრცელებული რუსული ეროტიკული კლიპი, სადაც 12 წლის ბიჭი და გოგო ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან, ვნებათაღელვის საბაბი გახდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი, რუსეთში გადაღებული ეროტიკული კლიპი მოხვდა. კლიპში 12 წლის ბიჭი და გოგო ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ამ კლიპის „ორიგინალური“ ვერსიის შეცვლილი ვარიანტიც არსებობს, რომელშიც ბავშვები ერთმანეთს კოცნიან წითელ მოედანზე, აღლუმის კადრების პარალელურად, სადაც ჩანან იოსებ სტალინი და კომუნისტების სხვა ბელადები. თუმცა ორივე კლიპში უცვლელია ის, რომ არასრულწლოვნები აშკარად ეროტიკულ სცენაში არიან გადაღებულები.
ასე, რომ “ორენბურგის ფუტკრებს” და “ნოვოროსიისკის მოცეკვავეებს” კიდევ ერთი სკანდალური კლიპი დაემატა, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ჩარევას გამოიწვევს. ამჯერადაც არასრულწლოვნებზეა საუბარი.

https://www.youtube.com/watch?v=q9JXIbUJ9Ps

კომენტარები

სხვა სიახლეები