როგორ ვიპოვოთ დაკარგული მობილური ტელეფონი

სიახლე “ანდროიდის” მომხმარებლებისთვის.

ამიერიდან მათ უკვე შეუძლიათ მარტივი გზით იპოვონ დაკარგული მობილური ტელეფონი ან “სმარტფონი”. ახალი პროექტის ავტორი მსოფლიო საძიებო სისტემა “გუგლია”. იმისათვის, რომ დაკარგული ტელეფონის ადგილმდებარეობა გაიგოთ, საჭიროა “გუგლში” ჩაწეროთ Find my phone და მიუთითოთ თქვენი მონაცემები, რის შემდეგაც ამოგიგდებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის დახმარებითაც იგებთ სად, რა მისამართზე დაგრჩათ მობილური.

“გუგლი” ამასთან გაწვდით სხვა სასარგებლო ინფორმაციასაც თქვენი მობილური ტელეფონის შესახებ. მაგალითად, ბოლოს როდის იყო ჩართული ინტერნეტში მობილური და ა.შ. შესაძლებელია დაკარგულ მობილურზე ინტერნეტით დარეკვაც. ხოლო, თუ მფლობელი ფიქრობს, რომ მობილური მოჰპარეს, მას ახალი პროგრამის მეშვეობით შესაძლებლობა ეძლევა, მობილურში არსებული ყველა ინფორმაცია დისტანციურად წაშალოს.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები