მოთხოვნადი პროცედურა – ქართველი ქალები ორგაზმის გამძაფრების მიზნით G წერტილს იდიდებენ

ქართველი ქალები სექსუალური შეგრძნებების გაუმჯობესებისა და ორგაზმის გამძაფრების მიზნით G წერტილს იდიდებენ. აღნიშნული პროცედურა საქართველოს რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი და მისი ფასი 800 ლარიდან იწყება.

როგორც „კვირას“ კლინიკა „მედიში“ განუცხადეს, ეს პროცედურა ერთ-ერთმა ქალბატონმა გუშინ ჩაიტარა, G ზონის გაფართოების კიდევ ერთი პროცედურა კი ხვალ არის დაგეგმილი. საქართველოში აღნიშნულ პროცედურას რეპროდუქციული, პრემენოპაუზალური და პოსტმენოპაუზალური ასაკის ქალბატონები იტარებენ. სექსუალური შეგრძნებების გამძაფრების მიზნით ამ ხერხს დაოჯახებული ქალბატონებიც ხშირად მიმართავენ.

კლინიკებში ამბობენ, რომ საქართველოში ამ პროცედურაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მას, ძირითადად, იკეთებენ ქალები, რომლებიც ორგაზმს საერთოდ ვერ ან მცირე დოზით განიცდიან. ჩარევის შემდეგ საშოც ვიწროვდება. თუკი ქალბატონი ძნელად აღწევს ორგაზმს, გარკვეულწილად იგვარებს ამ პრობლემას და უმძაფრდება სექსუალური შეგრძნებები.

G ზონის გაფართოება არის მარტივი პროცედურა, რომელიც სრულდება გაუტკივარების გარეშე ან ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე. პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია. ექიმი აკეთებს მაღალი მოლეკულური მასის პრეპარატის ინექციას G წერტილის მიდამოში. ხდება G ზონის გადიდება და შედეგად – ეროტიული სტიმულაცია. პროცედურის ფასი 800 ლარიდან იწყება. ღირებულება დამოკიდებულია იმ პრეპარატის რაოდენობაზე, რომელიც ამ ზონის გაფართოებისთვის გამოიყენება.
თუკი პაციენტს პრეპარატზე არ აქვს ალერგია, პროცედურას არ გააჩნია უკუჩვენება. ასევე არ გააჩნია სარეაბილიტაციო პერიოდი. სექსუალური აქტი კი შესაძლებელია G ზონის გაფართოებიდან 7-10 დღეში.

კომენტარები

სხვა სიახლეები