თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოტე თოლორდავას მეგობრები და ახლობლები უკვე იკრიბებიან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალ “ლასარესთან” მსახიობ კოტე თოლორდავას მეგობრები და ახლობლები უკვე იკრიბებიან.

ტერმინალთან, საიდანაც მსახიობის ცხედარი უნდა გამოასვენონ, რამდენიმე ათეული პირია შეკრებილი, მათ შორის არიან დაღუპული მსახიობის კოლეგები.

რეისი, რომლითაც კოტე თოლორდვა უნდა ჩამოასვენონ, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით დაგვიანებით გამოფრინდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში 17:00 საათისთვის ჩამოფრინდება.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები