ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც გულის სიღრმეში მაინც არ აქვს სურვილი იმისა რომ იყოს პოპულარული და წარმატებული საკუთარ პროფესიულ საქმიანობასა თუ ცხოვრებაში. თუმცა, ყველას როდი გამოსდის წინა ფლანგზე ყოფნა. ადამიანების დიდი ნაწილი, ხშირად საკუთარ ოცნებებს თავადვე არ აძლევს ასრულების საშუალებას. თუმცა ისეთებიც არსებობენ ვინც პოულობს ძალას, რომ ბედისწერას შეეჭიდოს და დასახული მიზნები რეალობად აქციოს. ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება საკუთარი ნიშნისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებების წამოწევა წინ, საიმისოდ, რომ წარმატებული გახდეს. თუმცა აქვე მოეთხოვება თითოეულ მათგანს იმაზეც იზრუნოს, რომ ნეგატიური თვისებები, რომელიც ზოდიაქოს მიხედვით ერგო დააბალანსოს ან სრულიად აღმოფხვრას საკუთარ თავში.
ვერძს სიმამაცის, ოპტიმიზმისა და გამძლეობის დიდი მარაგი გააჩნია. თუმცა, ხელს უშლის წინსვლაში ფიცხი ხასიათი, აგრესიულობა და დიპლომატიის არქონა.
კუროს ერთულების უნარი, სტაბილურობა და სანდოობა აქვს “სავიზიტო” ბარათი. თუმცა, ხელს წინსვლაში უშლის ხოლმე სიჯიუტე, სიახლეების მიუღებლობა და სიზარმაცე.
ტყუპს სხარტი აზროვნება, სხვების დარწმუნების უნარი და კარგი ინტელექტი გააჩნია. თუმცა, წარმატების მიღწევაში ხელს უშლის ცვალებადი ხასიათი, არასტაბილურობა და გადამეტებული ლაქლაქისკენ მიდრეკილება.
კირჩხიბის საუკეთესო თვისებებია: მზრუნველობა, წინდახედულობა და სიფრთხილე. თუმცა, პრობლემა მასთან იქნება მაშინ, როცა წინდახედულება პანიკიორობაში გადასდის, სიფრთხილე სიძუნწეში, ხოლო მზრუნველობა მომაბეზრებელ ყურადღებიანობაში.
ლომის დადებითი მხარეა გულუხვობა, იმპოზანტურობა და საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის კარგად “შეფუთვის” ნიჭი. ნაკლოვანებებიც აქვს მას: არაჯანსაღი ამბიციურობა, ყოყლოჩინობა და ტრაბახი.
ქალწულის საუკეთესო თვისებებია – პუნქტუალურობა, დეტალიზაციის უნარი და მშრომელი ხასიათი. თუმცა, წინსვლაში ხელი ეშლება, თუკი პუნქტუალურობა პედანტიზმში გადაუვა, ხოლო შრომის სიყვარული – “ვორკოჰოლიზმში”.
სასწორის საუკეთესო თვისებებია: დიპლომატიის უნარი, შემოქმედებითობა და ხასიათის სირბილე. თუმცა, მას უჭირს წარმატების მიღწევა იმის გამო, რომ არის მერყევი, ნაკლებად ბრძოლისუნარიანი და ხათრიანი.
მორიელის დადებითი მხარეა: სულიერი სიძლიერე, გამძლეობა და კარგი ინტუიცია. თუმცა, მას ხელს უშლის წინსვლისას წყენის გულში ჩადების და შურისძიების ჩვევა, გადამეტებული სისატიკე და დაუნდობლობა.
მშვილდოსნის დადებითი მხარეა: გულუხვობა, მასშტაბური ხედვის ნიჭი და ფილოსოფიური აზროვნება. თუმცა, მას ხელი ხშირად ეშლება ხელი იმის გამო, რომ ობიექტურად ვერ აფასებს სიტუაციას, უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება და დემაგოგია.
თხის რქის საუკეთესო თვისებებია: ამტანობა, ძლიერი ნებისყოფა და გასაოცარი თავდადება საქმისადმი. მისთვის წარუმატებლობის მზიეზად კი შეიძლება იქცეს პესიმიზმი, რისკზე წასვლის შიში და მელანქოლია.
მერწყულის დადებითი თვისებებია: კომუნიკაბელურობა, კრეატიული აზროვნება და ჰუმანიზმი. თუმცა, ხშირად ვერ აღწევს წარმატებას იმის გამო, რომ არ შეუძლია საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა, ნაკლებად ეხერხება რეჟიმში ცხოვრება და არ ახასიათებს პუნქტუალურობა.
თევზების საუკეთესო თვისებებია: გულმოწყალება, შემოქმედებითი ნიჭი და ხასიათის სირბილე. ხშირად წარუმატებლობა ელის იმის გამო, რომ უჭირს მარტო მოქმედება, ვერასოდეს ახერხებს დაიცვას საკუთარი პრინციპები და ნაკლებად გამოსდის წინააღმდეგობის გაწევა სხვებისთვის.