თიკა ჯამბურია ბექა ხოფერიას დაოჯახებას ეხმაურება

ptn.ge-მ, სანდო წყაროსგან მოიპოვა ინფორმაცია ბექა ხოფერიას დაოჯახების შესახებ.მისი რჩეული ასირიელი ინა ოსიპოვაა. ბექამ ერთად გადაღებული ფოტო “ინსთაგრამის” საშუალებით გაავრცელა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ბექას ყოფილ მეუღლეს, თიკა ჯამბურიას დავუკავშირდით.

– არ ვიცი ცოლი მოიყვანა თუ არა, დიდი ხანია არ მილაპარაკია ბექასთან, იმიტომ რომ ვმუშაობ და თან ბავშვი მყავს ავად, ხათუნას დაურეკეთ მას უფრო ეცოდინება.

– ქალბატონ ხათუნას უკვე ვესაუბრეთ.

– მერე რა გითხრათ?

– ასე გვითხრა, ყველა ფოტოზე კომენტარს ვერ გავაკეთებო

– თუ ცოლი მოიყვანა კომენტარი რატომ არ უნდა გააკეთოს? მე არაფერი ვიცი, ეს დღეები ძირითადად ექიმებთან დავდივარ ბავშვის ავადმყოფობის გამო. თუ მოიყვანა ვულოცავ. მე არ ვიცი, მოსკოვშია და არ ვეკონტაქტები.

 

წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები