იაპონიის 39 პრეფექტურაში ანომალური სიცხის გამო განგაში გამოცხადდა

იაპონიაში უკიდურესი სიცხის ახალი ტალღა იწყება. ქვეყნის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დიდ ნაწილში მკვეთრად მოიმატებს, რის გამოც მოსახლეობას სითბური დარტყმის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ.

გაფრთხილება უკვე გამოცხადებულია ქვეყნის 47 პრეფექტურიდან 39-ში. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ქალაქ საიტამაშია მოსალოდნელი, სადაც ჰაერი 38 გრადუსამდე გათბება. ნაგოიაში, კიოტოში, მაებაშიში, კოფუში, გიფუსა და ფუკუიში სინოპტიკოსები 37 გრადუსს პროგნოზირებენ, ხოლო ტოკიოში, ფუკუშიმაში, ოკაიამასა და ტაკამაცუში — დაახლოებით 36 გრადუსს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ანომალური სიცხე მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის ტოკაის მხარეში, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსსაც გადააჭარბოს.

სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ხანდაზმულებს მოუწოდებენ და მოსახლეობას ურჩევენ, რეგულარულად მიიღონ სითხე, გამოიყენონ კონდიციონერი და შეძლებისდაგვარად მოერიდონ ხანგრძლივ ყოფნას ღია მზეზე

კომენტარები

სხვა სიახლეები