სიცხემ გერმანიაში 5 120 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

]გერმანიაში 2026 წლის ზაფხულის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე ძლიერი სიცხის გამო, წინასწარი შეფასებით, 5 120 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა – რობერტ კოხის ინსტიტუტმა (RKI) გამოაქვეყნა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა – დაახლოებით 4 270 ადამიანი – 75 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი ივნისის ბოლო კვირას დაფიქსირდა.

ექსპერტების შეფასებით, ხანგრძლივი სიცხე განსაკუთრებით საფრთხილოა ხანდაზმულებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სწორედ ამიტომ, გერმანიის ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ, მოერიდონ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას, მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ხანდაზმული ახლობლების ჯანმრთელობას.

ევროპაში წელს რეკორდულად ცხელი ივნისი დაფიქსირდა. კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ექსტრემალური სიცხის ტალღები მომავალში კიდევ უფრო გახშირდება, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება.

კომენტარები

სხვა სიახლეები