პიკასოს დორა მაარის პორტრეტი ლონდონში 1,7 მილიონ დოლარად გაიყიდა

ლონდონში, აუქციონების სახლ Sotheby’s-ის ვაჭრობაზე ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევარი — ფოტოგრაფისა და მისი მუზის, დორა მაარის პორტრეტი — 1,3 მილიონ გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 1,7 მილიონ დოლარად) გაიყიდა.

ნამუშევრის საწყისი შეფასება 600-800 ათას გირვანქას შეადგენდა, თუმცა საბოლოო ფასი მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. პიკასომ პორტრეტი 1936 წლის ნოემბერში, დორა მაართან გაცნობიდან და მათი რომანტიკული ურთიერთობის დაწყებიდან მალევე შექმნა. მოგვიანებით მხატვარმა ეს ნამუშევარი საჩუქრად თავად დორა მაარს გადასცა, რომლის კოლექციაშიც იგი მის გარდაცვალებამდე, 1997 წლამდე ინახებოდა.

შემდგომში ტილო ბრიტანელი ბიზნესმენისა და ინვესტორის, ჯო ლუისის კოლექციაში აღმოჩნდა. სწორედ მისი კოლექციიდან გაიყიდა აუქციონზე სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებიც, მათ შორის კლოდ მონეს, ვინსენტ ვან გოგის, მარკ შაგალის, ანრი მატისისა და ედგარ დეგას ტილოები.

კომენტარები

სხვა სიახლეები