მედია: ალა პუგაჩოვამ გულზე ორი ოპერაცია გადაიტანა

რუსული მედიის ინფორმაციით, 76 წლის ალა პუგაჩოვა ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის და ევროპაში გულზე ორი ოპერაცია გადაიტანა. გავრცელებული ცნობებით, ქირურგიული ჩარევების შემდეგ მომღერლის ორგანიზმი მნიშვნელოვნად დასუსტდა, რის გამოც მას ქოშინი, გულმკერდის ტკივილი და გადაადგილების სირთულეები აწუხებს.

მედიის ცნობით, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პუგაჩოვა ამ ეტაპზე უარს ამბობს საჯარო გამოსვლებსა და კერძო კონცერტებზეც. გავრცელებული ინფორმაციით, მან უარი თქვა ტაილანდში დაგეგმილ მაღალანაზღაურებად კონცერტზეც.

გულის პრობლემები მომღერალს წლებია აქვს. სხვადასხვა დროს მას გულზე სტენტირების რამდენიმე პროცედურა ჩაუტარდა, ხოლო თავადაც არაერთხელ უსაუბრია ასაკთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. თუმცა, ოფიციალურად მისი წარმომადგენლების მხრიდან ახალი ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კომენტარები

სხვა სიახლეები