BBC: ისრაელის მონაწილეობის გამო „ევროვიზიას“ ხუთი ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს

„ევროვიზია 2026“ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე იწყება — BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის კონკურსში მონაწილეობის გამო ხუთმა ქვეყანამ მუსიკალურ შოუზე უარი განაცხადა.

საუბარია ესპანეთზე, ირლანდიაზე, ნიდერლანდებზე, ისლანდიასა და სლოვენიაზე. ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ღაზაში მიმდინარე ომსა და ისრაელის მონაწილეობასთან დაკავშირებულ პროტესტს უკავშირდება.

BBC-ის შეფასებით, ეს „ევროვიზიის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კრიზისია. ბოიკოტის გამო კონკურსში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 35-მდე შემცირდა — ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ისრაელის კონკურსში დატოვების გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო, რასაც რამდენიმე ქვეყნის უკმაყოფილება მოჰყვა. მოგვიანებით პროტესტს ისლანდიაც შეუერთდა.

მიუხედავად დაძაბული ფონისა, „ევროვიზია 2026“ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მაინც გაიმართება. უსაფრთხოების ზომები ქალაქში მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული, რადგან კონკურსის დღეებში საპროტესტო აქციებიც იგეგმება.

კომენტარები

სხვა სიახლეები