მსახიობი ია ფარულავა და მომღერალი ლელა წურწუმია “რუსთავი 2″-ზე შოუს გაუძღვებიან. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი ქალბატონები პოლიტიკოსებს, აპოლიტიკური თემებით წარმოგვიდგენენ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად გაზეთი “პრაიმტაიმი” ია ფარულავას დაუკავშირდა, ია ფარულავა: “გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ, ამ ეტაპზე ვერაფერს გეუბნებით. არ გეწყინოთ, რაა. არის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ დადასტურებულად ვერაფერს გეუბნებით. თუ რაღაც იქნება, გპირდებით, პირველად თქვენ გეტყვით“.
– გადაცემის წამყვანობაზე რას იტყვით?
– ძალიან ბედნიერი ვიქნები, რაიმე კარგ გადაცემაში თუ მივიღებ მონაწილეობას. ვნახოთ, რა იქნება. მე მინდა, ვიყო ეკრანზე. ვიცი, მაყურებელს ვუყვარვარ. სადაც მივდივარ, მეფერებიან და მეხუტებიან. ეს მსიამოვნებს და რატომაც არა.
– ლელასთან მეგობრობთ?
– ლელა ნამდვილი დივაა. მას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ ლელას სიძლიერეს და პიროვნებას დიდი პატივს ვცემ. მაგარი გოგოა.