რომელი ვარსკვლავები გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი (ფოტოკოლაჟი)

ახლახანს საზოგადოება შოკში ჩააგდო მადონამ, რომელმაც განაცხადა იმის შესახებ, რომ კარიერის დასაწყისში ის ძალადობის მსხვერპლი გახდა. აღმოჩნდა, რომ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გადაიტანა მსგავსი ამბავი, ნაგრამ შეძლეს ამის გადატანა.

მადონა კარიერის დასაწყისში გახდა ძალადობის მსხვერპლი, როგორც მომღერალმა განაცხადა თავიდან ბიჭმა, რომელმაც მასზე იძალადა საკმაოდ კარგად ექცეოდა, მაგრამ ბოლოს სახურავზე აიყვანა და იქ გააუპატიურა. მადონამ ეს ფაქტი იმიტომ არ გაამხილა, რომ შეეშინდა საზოგადოების რეაქციის და პოლიციისთვისაც კი არ მიუმართავს.

ეპატაჟურმა ლედი გაგამ აღიარა, რომ 19 წლის ასაკში იგი თავისზე 20 წლით უფროსმა საკმაოდ ცნობილმა პროდიუსერმა გააუპატიურა. გაგამ ეს ფაქტი იმიტომ დაფარა, რომ არ სურდა ვნმეს მისი სიმღერები ისე აღექვა, როგორც მსხვვერპლის აღიარება. გაგას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, მას მოუწია მიემართა ფსიქოლოგისთვის და გაევლო კურსი რის შემდეგაც მომღერალმა შეძლო მოეპოვებინა ისეთი პოპულარობა, როგორზეც ოცნებობდა.
„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ტერი ჰაჩერი თინეიჯერულ ასაკში გახდა ძალადობის მსხვერპლი. მოძალადე ტერის ალალი ბიძა აღმოჩნდა, რომელიც გოგონაზე პერიოდულად ახდენდა ძალადობას. ამ ფაქტების გამო გოგონას თვითმკვლელობაც კი უნდოდა, მაგრამ წლების შემდეგ თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და მოძალადე ციხეში ჩასვეს.
კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი ეშლი ჯადი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, მან დაწერა მემუარები სადაც ასახა ის ყველაფერი რაც მას თავს გადახდა, სრულიად უცნობმა მამაკაცმა ის ჯერ გააუპატიურა და შემდეგ ცემა.
ამერიკის ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა ქალმა ოპრა უინფრიმ აღიარა, რომ ცხრა წლის ასაკში გააუპატიურეს მასზე მისი ძმის მეგობრები, ბიძაშვილი და ბიძა ძალადობდა. ამ ყველაფრის აღიარება არც ისე ადვილი აღმოჩნდა ოპრასთვის, ნაგრამ მან უამრავ ქალს მისცა იმის სიმამაცე, რომ მათაც ეღიარებინათ ძალადობის ფაქტები.

კომენტარები

სხვა სიახლეები