ვენაში პოლიციამ შობის წინ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი სერიული დამნაშავე დააკავა, რომელიც დანაშაულების ჩადენისას „გრინჩის“ კოსტიუმში იყო გადაცმული. სპეცოპერაცია ოპერატიული ძებნის ფარგლებში განხორციელდა. ვენის პოლიციამ
ეჭვმიტანილი საზოგადოებრივი სივრციდან გაარიდა.
პოლიცია, ამ ეტაპზე კონკრეტული დანაშაულების დეტალებს არ ასაჯაროებს — სამართალდამცველები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ საქმე ეხება ცნობილ, არაერთგზის ნასამართლევ სერიულ დამნაშავეს.
ვენის პოლიციაში აცხადებენ, რომ წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც ქალაქში ხალხმრავლობაა, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაუყოვნებელი რეაგირება და ზუსტი ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.