შოკოლადის და ბანანის კოქტეილი

ინგრედიენტები: რძე – 500 მლ, ბანანი – 1 ცალი, კაკაო – 2 ჩაის კოვზი, თაფლი – 3 ჩაის კოვზი, დარიჩინი – გემოვნებით.

მომზადების წესი: რძე ბლენდერში ჩავასხათ. შემდეგ დაჭრილი ბანანი, კაკაო და თაფლი მოვათავსოთ და დავაბლენდეროთ. ბოლოს ჭიქაში ჩავასხათ, დარიჩინი მოვაყაროთ და ბანანის ნაჭრებით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები