Labubu-ს შემქმნელი ახალგაზრდა მილიარდერთა ათეულში მოხვდა – მისი ქონება $22.7 მილიარდს აღწევს

Labubu — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი საკოლექციო ფიგურა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სათამაშოდ, არამედ ხელოვნების ნიმუშად იქცა. თუმცა მის უკან მდგარი წარმატების ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ლაბუბუს შემქმნელი, რომლის სახელი ამჟამად უკვე ყველა მსხვილ საინვესტიციო სიაშია, სულ ახლახან ოფიციალურად მოხვდა ჩინეთის უმდიდრესი 10 მილიარდერის სიაში და ამავდროულად იქცა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად ამ კატეგორიაში. მისი ქონება $22.7 მილიარდს აღემატება!
Pop Mart-მა სტრატეგიულად შეისწავლა ბაზარი და ფოკუსირება მოახდინა “ბლაიდ ბოქს” (Blind Box) კულტურაზე – მომხმარებელი წინასწარ არ იცის, რომელი პერსონაჟი შეხვდება. ამან თამაშის ელემენტი და მოლოდინის მუხტი გააჩინა. ლაბუბუს პერსონაჟებიც სწორედ ამ გზით გახდა პოპულარული.
დღეს ლაბუბუ არამხოლოდ ჩინეთის, არამედ აზიისა და დასავლეთის კოლექციონერთა თაროებზე უკვე საკუთარი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები