ამერიკელი რეპერი და ბიზნესმენი, შონ კარტერი, ფსევდონიმით ჯეი-ზი, შონ კომბსთან (იგივე Puff Daddy) ერთად 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. შემთხვევა 2000 წელს, რეპერ შონ ჯონ კომბსი, იგივე “ფაფ დიდი”_ს წვეულებაზე მოხდა. – ამის შესახებ BBC- ი წერს.ანონიმურმა ბრალდებულმა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც “ჯეინ დოი”, თქვა, რომ თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც იგი მიიყვანეს MTV Video Music Awards-ის შემდეგ წვეულებაზე.
გოგონა წავიდა წვეულებაზე, სადაც აიძულეს, ხელი მოეწერა კონფიდენციალურ დოკუმენტზე . ამის შემდეგ ბრალმდებელს ალკოჰოლური სასმელი შესთავაზეს, რის შემდეგაც მან თავბრუსხვევა იგრძნო და ოთახში წავიდა დასასვენებლად. ბრალდებულის თქმით, ცოტა ხნის შემდეგ, P.Diddy და Jay-Z-ი ოთახში შევიდნენ და გააუპატიურეს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ოთახში კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი (ქალი, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის) იმყოფებოდა, რომელიც უყურებდა, თუ როგორ ანაცვლებდნენ ერთმანეთს კომბსი და კარტერი არასრულწლოვნის გაუპატიურების დროს. ამასთან, მისი თქმით, წვეულებაზე მყოფ არცერთ პირს ძალადობის შეჩერება არ უცდია.
შემდეგ გოგონამ ტანსაცმელი აიღო, შენობა დატოვა და ბენზინგასამართი სადგურისკენ გაემართა, საიდანაც მამას დაურეკა.
ბრალმდებელი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომლის ოდენობაც არ არის მითითებული. ჯეი-ზიმ უარყო ბრალდებები და მათ “ამაზრზენი” უწოდა.
წყარო: BBC