ჯუნგლებში იპოვეს წყვილი, რომელიც 45 წელია ცივილიზაციის გარეშე ცხოვრობს(ვიდეო)

ცოლ-ქმარი დანო და რობინი 1970-იანი წლების ბოლოდან ცხოვრობს ჯუნგლების შუაგულში და სახლში, რომელიც საკუთარი ხელით ააშენეს ვაილუას ველზე (ჰავაი, აშშ).
მათი სახლი მდებარეობს უახლოეს ქალაქიდან 20 მილის დაშორებით, შუქნიშნებისა და დიდი მაღაზიებისგან მოშორებით.
წყვილმა ათწლეულების განმავლობაში შეიმუშავა სახლის მოვლა-პატრონობისათვის საკუთარი მეთოდი :30 წელზე მეტია ტელევიზორი არ უნახავთ და მაქსიმალურად ერიდებიან Google-ს.

 

 

 

 

 

დანო და რობინი ცხოვრობენ ბუნებრივი რესურსებით, რომელიც გაშლილია ორ ჰექტარ მიწაზე მათი სახლის გარშემო. შეგროვებული კაკაოს მარცვლებისგან ამზადებენ ყავას, მოჰყავთ ბოსტნეული და ხილი, ნადირობენ ირემზე და სამკურნალოდ იყენებენ მწვანილებს.
ცოტა ხნის წინ მათ სტუმრად ამერიკელი რეჟისორი პიტერ სანტენელო ეწვია, რომელსაც YouTube-ზე 2, 95 მილიონი გამომწერი ჰყავს. ბლოგერმა წყვილთან ერთად გაატარა ჩვეულებრივ ერთი დღე და გააზიარა თავისი შთაბეჭდილება.

 

 

 

 

 

„ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად უჩვეულო ასეთი ცხოვრების წესი, იყო შემთხვევები, როცა კვირების განმავლობაში რობინის გარდა სხვას ვერავის ვხედავდი“, – ამბობს დანო, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სან დიეგოში.
როგორც გაირკვა, წყვილმა ჰავაის ჯუნგლებში გაიცნო ერთმანეთი: რობინი უკვე ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობდა წინა ქორწინებიდან თავის ორი წლის ქალიშვილთან ერთად, დანო შემთხვევით გადააწყდა მის სახლს, როცა შემოგარენში სეირნობდა და დაინტერესდა, ვინ იყო ის ქალი, რომელიც თხებს აშენებდა.
„მივედი და ვუთხარი: „რობინ, შეიძლება თუ არა თხის რძით ყავის დალევა?“- აქედან დაიწყო ყველაფერი“, – იხსენებს მამაკაცი მათი შეხვედრის დღეს.
ახლა წყვილი ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე იყიდა საკუთარი სახლი ახალ ზელანდიაში, მეორემ კი ბინა პორტლენდში.
მას შემდეგ, რაც პიტერ სანტენელოს რეპორტაჟი გამოჩნდა YouTube-ზე, ასობით ადამიანმა დაიწყო თავისი აზრების გაზიარება მათი ცხოვრების წესის შესახებ.
“ოჰო, ეს არის მთელი ჩემი ოჯახის ოცნება”;
“სამყარო სულ გაგიჟდა, 60 წლის ასაკში, მე არ ვიცი, როგორ გამოვკვებო ჩემი ოჯახი და ვიცხოვრო ასეთ პირობებში”;
“ეს არის ის, რისკენაც მე ვიბრძვი. სიწყნარე და სიმშვიდე. კავშირი ბუნებასთან. ეს არის ცხოვრების მწვერვალი.”
ვიდეოს აქვს თითქმის 1, 5 მილიონი ნახვა, ათასობით კომენტარი და მოწონება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები