ლიზა ქისტაურის დედა შვილის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა მისი შვილის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ – განაცხადა იზა არღვლიანმა „რადიო თავისუფლებასთან“.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას.

კომენტარები

სხვა სიახლეები