22 ოქტომბრიდან 2022 წლის ყველაზე რთული პერიოდი იწყება – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

“22 ოქტომბრიდან 2022 წლის ყველაზე რთული პერიოდი იწყება. მზად იყავით”,- ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს.

მისი თქმით, კოსმოსი ადამიანებს გამოცდას უწყობს და სხვადასხვა სახის ცდუნებები ერთიორად იმატებს.

“22 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე პერიოდი ბევრს დაამახსოვრდება თავისი სირთულეებითა და პრობლემებით. 23 ოქტომბერს მზე და სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. უარყოფით ენერგოველში გადავა დედამიწაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები შეექმნება ადამიანების ჯანმრთელობას, შემცირდება ურთიერთგაგება და მოიმატებს დაძაბულობა, კონფლიქტები.

რადგანაც მორიელის ზოდიაქოს აგრესიის, ომის მმართველი პლანეტა მარსი მართავს გაიზრდება საპროტესტო ტენდენციებიც.

გასავლელი გვაქვს დაბნელებების დერეფანი. 25 ოქტომბერს მზის დაბნელება გვაქვს, 8 ნოემბერს მთავრის, ამ დროს კოსმოსი გამოცდას გვიწყობს და სხვადასხვა სახის ცდუნებები ერთიორად მოიმატებს. კარგი იქნება თუ, 23 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე არაფერს დავგეგმავთ.

30 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე პლანეტა მარსი რეტროგრადული ანუ უკუმავალი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში მეტ სირთულეებსა და პრობლემებს შეგვიქმნის. ერთი სიტყვით წინ ურთულესი პერიოდი გველის”,- აცხადებს ცაგარელი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები