რა უნდა გავითვალისწინოთ 10 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე-რამაზ გიგაურის პროგნოზი

10 ოქტომბერს სავსემთვარეობა თბილისის დროით 0:55 საათზე იქნება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური პროგნოზს აქვეყნებს:

“10 ოქტომბრის სავსემთვარეობის შესახებ

/© რამაზ გიგაური/

10 ოქტომბერს (თბილისის დროით 0:55 საათზე) – სავსემთვარეობა იქნება. მისი გავლენა საგრძნობი იქნება 9-შიც და 11-შიც (მითუმეტეს, რომ ამ დღეებში მთვარე ვერძის ნიშანში იმოძრავებს).
* არ იჩქაროთ;
* მოერიდეთ ექსტრემალურ, აგრესიულ და სახიფათო სიტუაციებს (იმატებს კონფლიქტებისა და ტექნიკური ავარიების ალბათობა);
* ყურადღება ცეცხლსასროლ იარაღთან და ბასრ საგნებთან ურთიერთობისას;
* ყურადღება მომწამვლელ ნივთიერებებთან დაკავშირებით (ალკოჰოლი, ნარკოტიკი). იმატებს ლეტალურობის ალბათობა;
* ასევე მატულობს მოტყუების და ჭორების ალბათობა, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გადაამოწმეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
* იყავით მომთმენი, წინდახედული და საჭირო დროს წადით კომპრომისზე;
* კარგი დღეა რეკლამის გაშვებისთვის ან განცხადებების გამოქვეყნებისთვის (მათ შორის აგრესიული რეკლამისთვის).

* ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ვერძისა და სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;
* ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძში ან სასწორში ასცენდენტი, მთვარე ან სტელიუმი აქვთ განთავსებული.

ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და სიხარულს გისურვებთ!”-წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები