“ბევრ ბავშვს, რომლებსაც რკინიგზის დაბომბვის შემდეგ შევხვდი, ჯერ კიდევ სხეულში ჰქონდა ბომბის ნამსხვრევები” – ანჯელინა ჯოლი ემოციურ წერილს აქვეყნებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად იმყოფებოდა.მან სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა:
„რამდენიმე დღის წინ ლვოვში ყოფნისას მაჩვენეს პატარა გოგონას მიერ ნაპოვნი “განსაკუთრებული ქვა”. გოგონა, რომელმაც ის იპოვა, ვერ მიხვდა, რომ ქვა, რომლითაც თამაშობდა, სინამდვილეში იყო ბომბის ნატეხი. ხელისგულზე ედო. იმაზე მძიმეა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
როდესაც ბომბი ან ჭურვი აფეთქდება, მძიმე მეტალის მკვეთრი ფრაგმენტები იშლება დარტყმის წერტილის მახლობლად. ბევრ ბავშვს, რომლებსაც შევხვდი კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შემდეგ, ჯერ კიდევ სხეულში ჰქონდა ბომბის ნამსხვრევები – რთული და მტკივნეული პროცესი იყო. ბრძოლა ომის დასასრულებლად არის ბრძოლა დაღუპულთა, დაშავებულთა, იძულებით გადაადგილებულთა და ტრავმირებულთა რიცხვის შემცირების მიზნით.“ – წერს ვარსკვავლავი.

კომენტარები

სხვა სიახლეები