კიევის მეტროპოლიტენის უფროსის მოადგილე ნატალია მაკაგონმა ჩვილის დაბადების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. მისი განმარტებით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, გოგონა პირდაპირ მეტროსადგურში გაჩნდა, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო.
“ჩვილი თავშესაფარში დაიბადა და არა მეტროში. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში განგაშის სიგნალი ჩაირთო და მოსახლეობამ თავი უსაფრთხო ადგილას შეაფარა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სასიხარულო ამბავია და ოჯახისთვის დიდი ბედნიერების მომტანია”, – განაცხადა ნატალია მაკაგონმა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მია დაარქვეს.