კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა, რომის პაპმა ფრანცისკემ, მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ თავიანთი გეი შვილები მიიღონ და მხარდაჭერა შესთავაზონ.
ყოველკვირეულ შეხვედრაზე პაპმა იმ სირთულეების გადალახვაზე ილაპარაკა, რომლებსაც მშობლები შვილებთან ურთიერთობაში შეიძლება შეხვდნენ. ფრანცისკეს თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხია “მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებში განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას ხედავენ — როგორ უნდა შეხვდნენ ისინი ამას, როგორ უნდა იდგნენ შვილების გვერდით და არ მოირგონ გამკიცხავის როლი”.
რომის პაპმა წინათ ასევე აღნიშნა, რომ გეი ადამიანებს აქვთ უფლება, თავიანთმა ოჯახებმა მიიღონ. მისი თქმით, მართალია, ეკლესია ერთი და იმავე წყვილის კავშირებს არ აღიარებს, ის მაინც დაუჭერს მხარს სამოქალაქო კავშირს, რათა გეი პარტნიორებმა ჯანდაცვის, საპენსიო და მემკვიდრეობის უფლებების გაზიარება შეძლონ.
ვატიკანის განცხადებამ, რომ ის ერთი და იმავე სქესის წყვილების კავშირებს არ ცნობს, გასულ წელს არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. განცხადების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა კათოლიკე მღვდლებმა ლგბტქ წყვილები საჯაროდ დალოცეს.
კონსერვატიული შეხედულებების მქონე კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ პაპის განცხადებები და იმ მღვდელმსახურების საქმიანობის შეწყნარება, რომელთა მრევლშიც გეი ადამიანები არიან, მორწმუნეთათვის დამაბნეველია.