გიორგი ჯანაშია: მოვუწოდებ ყველას – ავიცრათ, რათა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სპორტში გიორგი ჯანაშია კამპანიაში – #ავიცრათერთმანეთისთვის აქტიურად ჩაერთო. სპორტსმენი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აცრა აუცილებელია, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

„აცრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დავამარცხოთ პანდემია და ვერაგი დაავადება. ყველას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდებ აცრისკენ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ პანდემიამდე არსებულ ცხოვრების ჩვეულ რიტმს”,- ამბობს სპორტსმენი.

კომენტარები

სხვა სიახლეები