რაულ ქირია: ვაქცინაციაა ის, რაც გადაგვარჩენს – შობადობას უკვე სიკვდილიანობამ გადაასწრო

ჟურნალისტი, რაულ ქირია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ” დოზით აიცრა და ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ქირია საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ რთული ვითარებიდან მასობრივი ვაქცინაციაა.

“პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით უკვე 12 695 ადამიანი გარდაიცვალა. თითქმის ყველამ დავკარგეთ ახლობელი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი. ერთადერთი დაცვა ამ რთულ სიტუაციაში აცრაა, ვაქცინაციაა ის, რაც გადაგვარჩენს ჩვენც და ჩვენს ახლობლებსაც.

შობადობას უკვე სიკვდილიანობამ გადაასწრო, ისედაც რამდენი ვართ, რომ ამ უწყინარი აცრის გამო საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ის, რასაც ვეღარასოდეს დავიბრუნებთ. ერთი წუთის საქმისთვის რატომ უნდა დაგვრჩეს მხოლოდ სინანული, როცა ახლა შეგვიძლია აბსოლუტურად უსაფრთხოდ ვაქციოთ ჩვენი და ყველას არსებობა უსაფრთხო.

მე დღეს „ბუსტერ დოზა“ გავიკეთე Pfizer, პირველი ორი აცრა Sinovac ჩავიტარე, მაშინაც და, რა თქმა უნდა, ახლაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, ავიცრათ ერთმანეთისთვის, ერთმანეთის უსაფრთხოებისთვისა და მომავლისთვის.
#აიცერი “,- წერს რაულ ქირია.

კომენტარები

სხვა სიახლეები