საზოგადეობისთვის ცნობილი სახეები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ.
ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად საუკეთესო გზად იმუნიზაციას მიიჩნევს „მასტერშეფის“ მონაწილე და „ინფლუენსერი“, პაატა ჭონიაშვილიც. ამის შესახებ მან პოსტი ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
„პანდემიამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. შევეჩვიეთ covid-19-თან თანაცხოვრებას. საუკეთესო გამოსავალი არის აცრა. ამით ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს თავს და ჯანმრთელობას, არამედ – ერთმანეთსაც.
#ავიცრათერთმანეთისთვის”, – წერს ჭონიაშვილი.