თეონა თაბაგარი: ამ კოვიდ უკუნეთში აცრა სიცოცხლის ერთადერთი ჯავშანია

„მუხტი გვჭირდება – პირადი პასუხისმგებლობის მუხტი… ტრაგედიის შემდეგ ტირილი ყველას შეგვიძლია, მთავარია, მანამდე ვეცადოთ ერთმანეთის დამუხტვა პოზიტივით“, – წერს კომუნიკაციების მენეჯერი თეონა თაბაგარი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„თითქოს აცრილებმა სიცოცხლის ჯავშანი ჩავიცვით აცრის სახით და გავჩუმდით, ზოგს აცრისკენ მოწოდება გვეზარება, ზოგს გვერიდება არაცრილების განაწყენება, ზოგი პასუხისმგებელ ორგანიზაციებს მარტო ვტოვებთ პასუხისმგებლობაში – თითქოს აცრილები თვითკომფორტში ჩავვარდით.
არადა ვხედავთ, რომ ირგვლივ ობიექტური ანუ სწორი გადაწყვეტილების მიღების დეფიციტია.
იცოდე, მეზობელს, ახლობელს, მეგობარს – სიცოცხლის საფრთხე ჰქონდეს და ხმას არ ვიღებდეთ, მისი საქმეაო, – დაახლოებით ამას ჰგავს ჩვენი ქცევა…
მუხტი გვჭირდება – პირადი პასუხისმგებლობის მუხტი… ტრაგედიის შემდეგ ტირილი ყველას შეგვიძლია, მთავარია, მანამდე ვეცადოთ ერთმანეთის დამუხტვა პოზიტივით.
ამ კოვიდ უკუნეთში კი აცრა არის სიცოცხლის ერთადერთი ჯავშანი.
#ავიცრათერთმანეთისთვის “, – წერს თეონა თაბაგარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები